თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში 2 მაისს სოხუმში რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილეს სერგეი ბაბურინს შეხვდა.
“აფსნიპრესის“ ცნობით, ბაღაფშმა და ბაბურინმა “რუსულ–აფხაზური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს“. თუმცა სხვა დეტალები შეხვედრის შესახებ არ ვრცელდება.