დღეს ლატვიური ავიაკომპანია “ეარბალტიკა“ რიგა-თბილისის მიმართულებით პირველ რეისს განახორციელებს.
სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაკომპანია კვირაში ორჯერ – სამშაბათს და ხუთშაბათს რიგა-თბილისის, ხოლო ოთხშაბათს და პარასკევს თბილისი-რიგის მიმართულებით შეასრულებს ფრენებს.
ეკონომკლასის ბილეთების ღირებულება დაახლოებით 206 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ბიზნესკლასის – დაახლოებით 390 აშშ დოლარს.
ავიაკომპანია ბოინგის ტიპის თვითმფრინავით განახორციელებს ფრენებს.