თბილისში საქართველოს თავდაცვის კონფერენცია გაიხსნა

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დღეს თბილისში “საქართველოს თავდაცვის კონფერენცია” გაიხსნა, სადაც საქართველოს თავდაცვის უწყება თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვას წარადგენს.  


კონფერენციაში მონაწილეობენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების დიპლომატები, ასევე უსაფრთხოების სფეროს მაღალი რანგის ექსპერტები.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დროს მიღწეულ წარმატებებს, ამ პროცესის პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტებს განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განვითარებაში საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე.


თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვის შემუშავება იმ რეფორმების ნაწილია, რომლის განხორციელების ვალდებულებაც საქართველომ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო.   

Exit mobile version