მაისიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე გადასახადი იზრდება

1 მაისიდან თბილისის მოსახლეობა მოხმარებულ ერთ კუბამეტრ ბუნებრივ აირზე 27 თეთრის ნაცვლად 34,2 თეთრს გადაიხდის, ხოლო რეგიონებში 30-დან 36 თეთრამდე გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს.


სამომხმარებლო ტარიფი 1000 კუბამეტრი რუსული გაზის 63 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე გაძვირების გამო 1 იანვრიდან გაიზარდა, თუმცა მაისამდე, 4 თვის განმავლობაში ტარიფში განსხვავებას სახელმწიფო ბიუჯეტი იხდიდა, რისთვისაც მთავრობამ 35 მლნ ლარი გამოყო. დღეიდან კი მოსახლეობას მთლიანი საფასურის გადახდა მოუწევს.

Exit mobile version