დღეს ღვინის მწარმოებელთა კავშირის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდნენ და დახურულ კარს მიღმა რუსეთში ღვინის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული პრობლემები და ახალი ბაზრების ათვისების სტრატეგია განიხილეს.
შეხვედრის შედეგად ერთობლივი საინიციატივი ჯგუფის შექმნა გადაწყდა.
“იყო სურვილი, რომ უფრო კოორდინირებული გახდეს მუშაობა. ეს საინიციატივო ჯგუფი ამას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კომპანია GWS-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა ლევან კობერიძემ.
კომპანია “თბიღვინოს“ დირექტორის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს რუსეთში ქართული ღვინის ექპორტის განახლებაზე, “რაც პრიორიტეტია” ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის.