გავრცელებული ინფორმაციით, კოკოითი და ბაღაფში სოხუმში ხვდებიან

სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები – ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში 28 მარტს სოხუმში გამართავენ შეხვედრას, იტყობინება “ინტერფაქსი“.


ამავე ინფორმაციის თანახმად, სეპარატისტი ლიდერები სავარაუდოდ თანამშრომლობის და კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. 

Exit mobile version