ღვინის დაგემოვნება რუსეთის საელჩოს წინ








რუსეთის საელჩოს წინ ქართულ ღვინოს
მიირთმევენ.

თბილისში 27 აპრილს რუსეთის საელჩოს წინ უცხოელთა პატარა ჯგუფმა ქართული ღვინის მხარდასაჭერად ქართული სუფრა გაშალა.

რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი მასში პესტიციდების შემცველობის მოტივით 27 მარტს  აკრძალა.


რუსეთის საელჩოს წინ გამართული აქციის მონაწილეებმა, რომელთაც თავიანთ თავს “ღვინის მოყვარულთა ასოციაცია“ დაარქვეს, განაცხადეს, რომ ღვინის ფალსიფიკატორები და მათი საქმიანობა უნდა აღმოიფხვრას, თუმცა მისი მიღწევა შეუძლებელია “აგრესიული და მტრული კანონმდებლობით“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version