თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ და განათლების მინისტრმა ინდირა ვარდანიამ ოფიციალურად უარყვეს გავრცელებულლი ინფორმაცია გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვის თაობაზე.
“არავითარი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არ მიგვიღია“, – განუცხადა 26 აპრილს ინდირა ვარდანიამ “აფსინიპრესს“.
“სასწავლო პროცესში არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა… ჩვენი პოზიციაა, რომ გალის რაიონის ქართული სკოლების მოსწავლეებმა აფხაზური სახელმძღვანელოებით ისწავლონ ისტორია და გეოგრაფია“, – განაცხადა სერგეი შამბამ.
26 აპრილს გალის რაიონში ქართულის სწავლების შესაძლო აკრძალვაზე საქართველოს პარლამენტში პრევენციული განცხადებები გაკეთდა.
ქართული მხარე გალში ქართული ენის სწავლებაზე გარანტიებს გაეროს ფორმატში გამართულ თითქმით ყველა შეხვედრაზე ითხოვს.