საქართველოს შაჰ-დენიზიდან მეტი რაოდენობის გაზის შესყიდვა სურს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 26 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს სურს მეტი რაოდენობის გაზი შეისყიდოს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენიდან შეღავათიან ფასად, ვიდრე ეს არსებული კონტრაქტით არის გათვალისწინებული. 


ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, აზერბაიჯანიდან თურქეთში მიწოდებული გაზის 5%-ს მიიღებს. საქართველო ასევე შეისყიდის გაზის დამატებით რაოდენობას – 0,5 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში – შეღავათიან ფასად – 55 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე 20 წლის განმავლობაში.


“ჩვენ ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ როგორც აზერბაიჯანთან, ისე სხვა პარტნიორებთან, რათა გაიზარდოს საქართველოს წილი, მე ვგულისხმობ, რომ საქართველოს მიეცეს შესაძლებლობა იყიდოს დამატებითი გაზი შაჰ-დენიზიდან“, – განაცხადა გილაურმა.


გილაურმა ეს განცხადება ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ მთავრობის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.  


 

Exit mobile version