დღეს ბუქარესტში გაიმართება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-14 შეხვედრა, სადაც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ნათბილაძე.
დღის წესრიგის სხვა საკითხებთან ერთად განიხილება ქართული მხარის წინადადება ივნისში ტურიზმის სფეროში სამუშაო ჯგუფის საქართველოში შეხვედრის ორგანიზების თაობაზე.
შეხვედრაზე შეჯამდება რუმინეთის მიერ ორგანიზაციის ექვსთვიანი თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული სამუშაო. BSEC–ის თავმჯდომარე ქვეყანა მომდევნო 6 თვის განმავლობაში რუსეთი გახდება.