საქართველოს მთავრობა პარლამენტს მიმართავს თხოვნით 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც საბიუჯეტო ხარჯების 162 მილიონი ლარით ზრდას ითვალისწინებს, იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური.
ხარჯვითი ნაწილის გაზრდა საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ზრდითაა განპირობებული, რაც შესაბამისად 48,1 მილიონი ლარით და 41,5 მილიონი ლარით გაიზრდება.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დანარჩენი 72 მილიონი ლარი 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაშთს წარმოადგენს.