ევროკავშირის, საქართველოს წარმომადგენლებმა ენერგოუსაფრთხოების საკითხი განიხილეს

ევროკავშირის “ტროიკას” დელეგაციის წევრების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს ენერგოუსაფრთხოების საკითხიც იქნა განხილული.


“ტროიკას” დელეგაციის ხელმძღვანელმა, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ჰანს ვინკლერმა 21 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ევროკავშირის ინტერესი ამ რეგიონში დიდია“ და ამის ერთ-ერთი მიზეზია ევროკავშირის ინტერესი მოახდინოს თავისი ენერგომატარებლების ტრანსპორტირების და ტრანზიტის მარშრუტების დივერსიფიკაცია.


მისი თქმით, ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული ამ საკითხების განხილვაში რუსეთთან, ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან.


ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 20-21 აპრილს შედგა, ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ჰანს ვინკლერმა განაცხადა, რომ “მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ გავახმოვანეთ“ იყო, რომ ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს, და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის უნდა ეფუძნებოდებს საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, საბაზრო ეკონომიკა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება.  

Exit mobile version