თბილისი სამშვიდობოებს ცხინვალის რეგიონში მომხდარი ინციდენტის გამოიძიებას სთხოვს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის კოფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას სოფელ ვანათში 17 აპრილს მომხდარი აფეთქების გამოძიების თხოვნით მიმართა.


“თუმცა, ამ მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია”, –იტყობინებოდა თავდაცვის სამინისტრო 18 აპრილს.


ქართულ- ოსური კონფლიქტის ზონაში სოფელ ვანათში მდებარე პოლიციის განყოფილებას ნაღმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს. ნაღმი პოლიციის განყოფილების მიმართულებით სოფელ დმენისიდან ისროლეს. ამ ტერიტორიას ოსური მხარე აკონტროლებს.


თუმცა, სამხრეთ ოსეთის მხარემ უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ ეს ქართული მხარის პროვოკაცია იყო, რაც კონფლიქტის ზონაში “ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“.


 


 

Exit mobile version