რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისში იმყოფება

17 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრი გელა ბეჟუაშვლი და მისი მოადგილე მერაბ ანთაძე შეხვდნენ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს, რომელიც საქართველოში იმყოფება გაცნობითი ხასიათის ვიზიტით.


საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, კონფლიქტების დარეგულირების პრობლემატიკა და საქართველოდან ღვინის, ღვინომასალისა და მცენარეული პროდუქციის შეტანაზე დაწესებული აკრძალვის საკითხები.

Exit mobile version