ოქრუაშვილი ახალ დავალებაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართული ღვინის ბაზრების გაფართოება დაავალა, განაცხადა, რომ მას აქვს გეგმა რუსეთის მიერ ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის შედეგად შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად.


ოქრუაშვილი ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში ესაუბრა, სადაც ის და საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 13 აპრილს საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის განხილვას დაესწრებიან ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე.


ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში რამდენიმე უკანონო ღვინის მწარმოებელი ქარხანაა, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაიხუროს ქართული ღვინის ფალსიფიკაციის აღმოფხვრის მიზნით. მან ასევე განაცხადა, რომ ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა გააუმჯობესონ თავიანთი მარკეტინგული და მენეჯერული უნარები.


“ჩვენ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩინეთში გამგზავრებამდე განვიხილეთ და ჩემს წინადადებას მიესალმნენ [მთავრობის წევრები]… ბევრ ქართულ ღვინის მწარმოებელ კომპანიას ძალიან ცუდი მარკეტინგი და მენეჯმენტი აქვს და ვფიქრობ, რომ მთავრობა უნდა დაეხმაროს მათ ამ კუთხით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.  


 

Exit mobile version