ციხის საავადმყოფოში ორი პატიმარი გარდაიცვალა

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 11 აპრილს ორი პატიმარი გარდაიცვალა.


იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ორივე პატიმრის ზურაბ ხუცურაულისა და გიორგი ძველიშვილის გარდაცვალების მიზეზი მძიმე დაავადებები იყო. ამავე ინფორმაციით, ხუცურაული ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 8 აპრილს, ხოლო ძველიშვილი 10 აპრილს გადაიყვანეს.

Exit mobile version