ჰეიდი ტალიავინი აფხაზეთის ლიდერს შეხვდა

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი 11 აპრილს სოხუმში აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


ამავე ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს აღდგენის შესაძლებლობა განიხილეს.


საბჭოს აღდგენის საკითხი, რომელიც ბოლოს 2001 წლის იანვარში შეიკრიბა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ირაკლი ალასანიას 29 მარტს სოხუმში ვიზიტის დროს იქნა შეთანხმებული. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ საბჭო ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების ხელშეწყობის საშუალებაა.  

Exit mobile version