თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს “თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის“ კონფერენციაში.
კონფერენციის მონაწილეებს ოქრუაშვილი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და საქართველოს ნატო-ში ინტერგაციის საკითხებს გააცნობს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფორუმს, რომელიც 12 აპრილს დასრულდება, ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები და წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები ესწრებიან.