ლეიბორისტები ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. 


“ოპოზიციური სპექტრი ბოიკოტს გამოუცხადებს ხელისუფლებისგან შემოთავაზებულ, დაგეგმილ არასამართლიან ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს და აღნიშნულ დღეს გადავაქცევთ საერთო სახალხო მანიფესტაციის დასაწყისად, რომელიც აღარ დაიშლება, სანამ არ გადადგება პრეზიდენტი, დათხოვნილი პარლამენტი და არ გამოცხადდება ახალი საპრეზიდენტო და საპარლამეტო არჩევნების დღე“, – განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა.


ლეიბორისტული პარტიის ამ ინიციატივას ჯერ-ჯერობით არც ერთი ოპოზიციური პარტია არ გამოხმაურებია.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სავარაუდოდ 2006 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. 

Exit mobile version