ბოკერია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტად აირჩიეს

ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი გიგა ბოკერია 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტად აირჩიეს.


საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, სადაც 13 აპრილს სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ დადგენილების პროექტის განხილვა იგეგმება.

Exit mobile version