თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ ოსეთში უკანონო სამხედრო ტექნიკაზე საუბრობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 8 აპრილს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალები და მისი მეთაური მარატ კულახმეტოვი “მიკერძოებაში“ დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა მათ უუნარობას უზრუნველყონ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესი.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 21, 22 და 30 მარტს ცხინვალის რეგიონში ეუთოს, საქართველოს, რუსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო დამკვირვებლების მონაწილეობით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ზნაურის რაიონის სოფელ ისაკკაუსთან განლაგებული საზენიტო დანადგარი ზუ-23-2 იქნა აღმოჩენილი. ცხინვალში მონიტორინგის ჯგუფმა ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ბმპ) აღმოაჩინა.


“გასული წლის დეკემბრიდან კონფლიქტის ზონაში უკანონო მძიმე შეიარაღების აღმოჩენის უკვე მეექვსე შემთხვევაა, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს რუსულ სამშვიდობო ძალების მიკერძოებასა და უუნარობაში შეასრულოს მასზედ დაკისრებული ვალდებულება კონფლიქტის მოგვარების საქმეში“, – ნათქვამია თავდაცვის სამინიტროს განცხადებაში.


სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინებოდა 7 აპრილს შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურის მრჩევლის ვლადიმერ ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ 4-6 აპრილს ქართულ და ოსურ სოფლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად “დარღვევები არ იქნა აღმოჩენილი“. 

Exit mobile version