ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია კონგრესიდან სენატორ ჯიმ კოლბის ხელმძღვანელობით 8 აპრილს ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა, იტყობინება აშშ-ს საელჩო საქართველოში.
დელეგაციის სხვა წევრები არიან კონგრესმენი სკოტ გარეტი, კონგრესის ასიგნაციების კომიტეტის თანამშრომელი რობ ბლეიერი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მთავრი აღმასრულებელი პირი, ელჩი ჯონ დანილოვიჩი, MCC-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორი ფრანც რიდი, MCC-ს უფროსი კანონმდებელი ჯეიკობ სტეფანიკი, აშშ ფლოტის კავშირგაბმულობის ოფიცერი CDR ბენ პირსონი.
დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს და სხვა ოფიცილურ პირებს. შეხვედრების დროს განიხილება მმართველობის, ეკონომიკისა და ჯარის განვითარების საკითხები.
9 აპრილს პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი და MCC-ს მთავარი აღმასრულებელი პირი, ელჩი ჯონ დანილოვიჩი MCC-ს პროექტს ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადებენ.
10 აპრილს დელეგაცია მოინახულებს კრწანისის სასწავლო ცენტრს, რათა გაეცნოს სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამის (SSOP) მიმდინარეობას.