დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ შეხვედრა გამართეს საქართველოში აკრედიტებულ ნატო-ს წევრ სახელმწიფოთა ელჩებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები.
საგარეო უწყების ცნობით, 3 აპრილს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შეფასების ანგარიში. 13 აპრილს კი ბრიუსელში, 26+1 სხდომის ფორმატში გაიმართება აღნიშნული დოკუმენტის განხილვა.