იგორ გიორგაძის პარტია პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს

პრორუსული პარტია სამართლიანობის და მოძრაობა ანტისოროსის ათასამდე აქტივისტი 31 მარტს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა და პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა.


პარტია სამართლიანობის ლიდერი უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი იგორ გიორგაძეა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული თავდასხმის გამო იძებნება. ანტისოროსი კი გიორგაძის პარტიის მხარდამჭერი მოძრაობაა. ცოტა ხნის წინ საქართველოში დაფუძნდა გიორგაძის ფონდი, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ირინა სარიშვილი ხელმძღვანელობს.


პარტია სამართლიანობამ ხელისუფლება დაადანაშაულა 31 მარტს მათი აქტივისტებისათვის გზის გადაკეტვაში, რომლებიც ზუგდიდიდან თბილისისკენ  პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიზნით მოემართებოდნენ. 

Exit mobile version