საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი უკრაინაში, რომელიც 3-5 აპრილს იგეგმებოდა, გაურკვეველი ვადით გადაიდო. 
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ასევე გაურკვეველია ვიზიტის გადადების მიზეზი. 
პრეზიდენტი კიევში ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, უკრაინაში საქართველოს კულტურის დღეების დახურვის ღონისძიებებს უნდა დასწრებოდა.
