მერაბიშვილმა ციხის ბუნტზე დამატებითი ჩანაწერები წარმოადგინა

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა სატელეფონო საუბრების დამადასტურებელი კადრები, რომლის მიხედვით 27 მარტს სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში ბუნტის მოწყობა იგეგმებოდა.


თბილისის ციხეში 27 მარტს მომხდარი შეტაკების შედეგად შვიდი პატიმარი გარდაიცვალა და 22 დაშავდა.


მინისტრის თქმით, ბუნტის უშუალო დამკვეთი და ორგანიზატორი ამჟამად უკრაინაში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია იყო, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულების ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდა და ნებისმიერი გზით სთხოვდა ბუნტში ჩართვას.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო ამ დროისთვის ფლობს ყველა სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რომელიც 27 მარტს ბუნტის წინ განხორციელდა.

Exit mobile version