მინსკში დაკავებული ქართველი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნინო გიორგობიანი, რომელმაც ბელარუსში პატიმრობაში 5 დღე დაჰყო,  გათავისუფლებულია და უკვე უკრაინაში იმყოფება, იტყობინება ქართული მედია. 


თუმცა პატიმრობაში რჩება ნინო გიორგობიანთან ერთად დაკავებული ოპერატორი გიორგი ლაღიძე, რომელსაც ბელარუსის სასამართლომ ხულიგნობის ბრალდებით 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. 


მინსკში ქართველი ჟურნალისტები 24 მარტს მაშინ დააპატიმრეს, როცა ისინი ოპოზიციის მიტინგზე ინტერვიუებს იღებდნენ. 

Exit mobile version