დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში მიემგზავრება.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ხორვატიაში ერთ დღეს დაჰყოფს და შემდეგ იტალიაში გაემგზავრება, სადაც შეხვედრებს გამართავს იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იტალიაში პრეზიდენტი ასევე დაესწრება ევროპის სახალხო ფორუმის სხდომას.
პრეზიდენტი ხორვატიას და იტალიას ეწვევა
