იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №5 საპყრობილეში დღეს გამთენიისას მომხდარი “ინციდენტისას“ შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.
ამ დროისათვის დადგენილია ორი გარდაცვლილი პატიმრის ვინაობა – გაბო იანჩინი და ზაქირ ბაირამოვი.
გაბო იანჩინს ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამინისტროს ინფორმაციით, დაიჭრა 22 პატიმარი, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. სპეცოპერაციის დროს ასევე დაშავდა პოლიციის ორი თანამშრომელი.