ნოღაიდელი: დაიწყო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 24 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა.


“ჩვენი პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაცხადებულა ხმამაღლა. ჩვენ გვინდა, რომ კონფლიქტები მოგვარდეს რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანი გზით. უკვე შემუშავებულია ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა, რომელიც მოწონებულია ეუთო-ს მიერ და მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთში  კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმაზეც“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდლემა.


2005 წლის ოქტომბერში პარლამენტმა მთავრობას 2006 წლის 1 მაისამდე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების დეტალური საგზაო რუკის შემუშავება დაავალა.

Exit mobile version