გენერალური შტაბის უფროსი თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა, სადაც გლობალური ტერორიზმისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სიმპოზიუმს დაესწრება.


ლევან ნიკოლეიშვილი ანკარაში ასევე შეხვდება თურქეთის შეიარაღებული ძალების მეთაურს ჰილმი ოზქოქის.  კოლეგები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 23 მარტს. 

Exit mobile version