ქართული სამშვიდობო ბატალიონი ერაყში გაემგზავრა

დღეს მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 550 სამხედრო მოსამსახურე ერაყში გაემგზავრა.


სამშვიდობო მისიას 22-ე ბატალიონი ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში შეასრულებს. ისინი როტაციის წესით მე-2 ბრიგადის 21-ე ბატალიონს ჩაენაცვლებიან. სამხედროები საქართველოში ექვსი თვის შემდეგ დაბრუნდებიან.


საქართველო კოალიციის ძალებში 2003 წლის აგვისტოდან მონაწილეობს.

Exit mobile version