იტალიის ელჩმა რუსეთში ჯანფრანკო ბონეტიმ განაცხადა, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შეუძლიათ ერთობლივად დაეხმარონ კონფლიტების მოგვარებას საქართველოსა და მოლდოვაში, იუწყება 21 მარტს “რია ნოვოსტი“.
“ძალისხმევის გაერთიანებით, რუსეთსა და ევროკავშირს შეუძლიათ დსთ–ში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებზე ეფექტური გავლენის მოხდენა, შეუძლიათ ასევე კონსტრუქციულად ითანამშრომლონ საქართველოსა და მოლდოვაში გაყინული კონფლიქტების მოგვარების საქმეში“, – განაცხადა იტალიის ელჩმა რუსეთში მრგვალ მაგიდაზე სახელწოდებით “რა სურს ევროკავშირს დსთ–ში“.
ჯანფრანკო ბონეტის განცხადებით, დსთ “ნაწილებად იშლება“ და “ძნელია თუნდაც ასეთი თავისუფალი კავშირის შენარჩუნების გაგრძელება“.