სააკაშვილი სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობაზე საუბრობს

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მარნეულს რაიონს ეწვია, სადაც ადგილობრივ აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.


“აზერბაიჯანელი ერი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და შრომისმოყვარეა. საქართველოსთვის გაჭირვების ჟამს, როდესაც გაზის მიწოდება შეგვიწყდა, ჩვენმა და ჩემმა პირადმა მეგობარმა ილჰამ ალიევმა ნახევარ აზერბაიჯანს გაზის მიწოდება შეუზღუდა და გაზი ჩვენც გაგვინაწილა“ – იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური მიხეილ სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.


მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ დაპირდა, რომ ქართული ენის შესწავლის შემთხვევაში, ხელს შეუწყობს მათ მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას.

Exit mobile version