სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა 27-28 მარტს ვლადიკავკაზში გაიმართება.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შსკ– სხდომის თარიღსა და ადგილზე მხარეები უკვე შეთანხმებულები არიან.
შსკ-ს სხდომა ქართული, რუსული, სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ ოსური მხარეების მონაწილეობით ბოლოს გასული წლის დეკემბერში მოსკოვში ჩატარდა.