კრიზისის ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს აქტიურად ჩაებას კონფლიქტების მოგვარებაში

20 მარტს გავრცელებულ მოხსენებაში  კრიზისის საერთაშორისო ჯგუფი აცხადებს, რომ თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ევროკავშირი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში, რათა არ იქნას ჩათრეული ფართომასშტაბიან ომებში ევროპის სამეზობლოში.


“უფრო ფართო ჩართვა არის ის გამოწვევა, რომელიც ბრიუსელის წინაშე ახლა დადგა. გარკვეული დამაიმედებელი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა“, – განაცხადა კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორმა საბინ ფრეიზერმა.


“ევროკავშირი ცდილობს განსაზღვროს თავისი როლი ახალ სამეზობლოში, რომელიც არც ომის მდგომარეობაშია და არც მშვიდობის. თუ ევროკავშირი ვერ შეძლებს თავისი სტრატეგიული ხედვის განხორციელებას უსაფრთხო სამეზობლოსთვის, მის სანდოობას რეგიონში და კერძოდ რუსეთის და აშშ-ს თვალში საფრთხე შეექმნება. უფრო მეტიც, თუ სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები კვლავაც გაუარესდება, ევროკავშირი შესაძლოა მოუმზადებელი აღმოჩნდეს, რათა პასუხი გასცეს ომებს თავის სამეზობლოში“, – განაცხადა კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის ევროპის პროგრამის დირექტორმა ნიკოლას ვაითმა.


კრიზისის საერთაშორისო ჯგუფი ურჩევს ევროკავშირს დააყენოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების საკითხები ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე და სხვა მაღალი დონის ფორუმებზე.

Exit mobile version