პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას ოთხი ახალი ელჩის კანდიდატურას უყრის კენჭს.
პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე წარუდგინა გელა ჩარკვიანის, პრეზიდენტის მოქმედი პრესსპიკერის კანდიდატურა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასამტკიცებლად.
გელა ჩარკვიანი ამ თანამდებობაზე შეცვლის ამირან კავაძეს, რომელიც ასევე წარდგენილია შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩად.
ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდება, ხოლო დანიასა და ნორვეგიაში ელჩობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის, დავით კერესელიძის კანდიდატურაა წარდგენილი.