ქართველი დეპუტატები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

მოსკოვში ვიზიტად მყოფი ქართველი პარლამენტარები “ნაციონალური მოძრაობიდან“ 20 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდნენ.


“რუსულ-ქართული ურთეირთობების ამჟამინდელი მდგომარეობის განხილვის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ [ურთიერთობების] ახლანდელი დონე არ შეესაბამება რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრული და მეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შეტყობინებაში.


ქართველ პარლამენტართა დელეგაცია ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით მოსკოვში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

Exit mobile version