სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, დღეიდან მინიმალური პენსია 5 ლარით გაზარდა.
დაახლოებით 800 ათასი პენსიონერი 28 ლარის ნაცვლად 33 ლარიან პენსიას მიიღებს. ამისთვის ყოველთვიურად ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მლნ ლარი გამოიყოფა.
პენსიების დამატებით 5 ლარით ზრდის მეორე ეტაპი სექტემბრისთვის იგეგმება.