სააკაშვილი ბელარუსზე კომენტარს აკეთებს და “შავ–ბნელ ძალებზე“ საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 მარტს განაცხადა, რომ “შავ–ბნელი ძალები“ ცდილობენ ჩაახშონ თავისუფლება ბელარუსში.


იგი იმ ქართველ პარლამენტარებს შეხვდა, რომლებიც ბელარუსის სპეცსამსახურებმა 16 მარტს მინსკში ჩასვლისთანავე დააპატიმრეს. ქართველი დეპუტატები ბელარუსში 19 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით ჩავიდნენ. ისინი 18 მარტს იქნენ დეპორტირებულნი. ყველა მათგანი მმართველი პარტიის წევრები არიან.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ “ანალოგიური შავ–ბნელი ძალები ცხინვალშიც და სოხუმშიც ოპერირებენ.“


“ბელარუსის ხალხი დღეს იწყებს ბრძოლას თავისუფლებისთვის“, – განაცხადა მან.


“მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რადგანაც თქვენ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მამაცი ახალგაზრდა ხალხი პარლამენტში“, – დასძინა პრეზიდენტმა.   

Exit mobile version