განათლების სამინისტროს რეგიონალური განყოფილების უფროსი ლადო პატარიძე 16 მარტს ქუთაისში მის ოფისში მოხდარი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა.
განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ 17 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აფეთქება განათლების სამინისტროს და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების წინააღმდეგ იყო მიმართული.