არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-ს წინააღმდეგ სიგნალის მიცემისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მოუწოდებს ავტომანქანების მფლობელ ყველა მოქალაქეს პროტესტი გამოხატოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ და 16 მარტს  18:00 საათზე მისცეს “სიცოცხლის სიგნალი“.


17 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნით.  
  

Exit mobile version