დღეს ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასასწრებად მინსკში საქართველოს პარლამენტის 8–კაციანი დელეგაცია გაემგზავრა, თუმცა ამ დელეგაციაში ვერ მოხვდნენ გავლენიანი დეპუტატები გივი თარგამაძე და გიგა ბოკერია.
ამ უკანასკნელს 19 მარტს ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე დსთ–ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის ხელისუფლებამ ბოკერიას დაშვებაზე ბოლო მომენტში უარი განაცხადა.
“აქ არ არის ჩვენ პიროვნებებში საქმე, ეს არის შიში საქართველოს და უკრაინის გამოცდილების და მაგალითის. რაღაც ფიგურებად ამ შემთხვევაში შეგვარჩიეს მე და გივი. მე ვვარაუდობ, რომ არავის საქართველოდან ფორმალურად არ შეუშვებენ“, – განუცხადა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია “იმედს“.