ხელვაჩაურის რაიონში საგანგებო მდგომარეობა უქმდება

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება ხელვაჩაურის რაიონში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ, რომელიც აჭარის ამ ნაწილში 28 თებერვლიდან მას შემდეგ მოქმედებს, რაც ფრინველის გრიპის შემთხვევები გარეულ ფრინველებში დაფიქსირდა.


ხელვაჩაურის რაიონში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გაუქმდება, რაც პარლამენტი პრეზიდენტის ამ წინადადებას მხარს დაუჭერს.


8 მარტს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა განაცხადა, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიაში 24 თებერვალს აღმოჩენილი ფრინველის გრიპის კერა ლიკვიდირებულია. 

Exit mobile version