შსს–ს ცნობით აღკვეთილია დეპუტატის მკვლელობის მცდელობა

პოლიციამ 15 მარტს დააპატიმრა პიროვნება, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დეპუტატ ზურაბ ჯგუბურიას და თბილისში განთავსებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის ანზორ მარგიანის განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.


“ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობის მოტივად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ეჭვმიტანილს სურდა და იმედი ჰქონდა, რომ გახდებოდა კოდორის ხეობის რწმუნებული, რაშიც მას ხელს უშლიდა დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია და ანზორ მარგიანი“, – განაცხადა კრიმინალური პოლიციის უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ 15 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


მისი თქმით, ეჭვმიტანილს ასევე უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო ფსიქიატრიული შემოწმება.

Exit mobile version