ყაზახეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრმა სამუელ ბოდმანმა 14 მარტს ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია ყაზახეთის მონაწილეობით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტში, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები “ყაზინფორმი“ და “რია ნოვოსტი“.
სამუელ ბოდმანმა განაცხადა, რომ ეს საკითხი განხილულ იქნა ყაზახეთის ლიდერთან შეხვედრის დროს. მისი თქმით, აშშ-ს სურს, რომ ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიონ შეთანხმებას ყაზახური ენერგორესურსების ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირების შესახებ.