საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა “როიტერს“ განუცხადა, რომ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა რუსული კომპანია “გაზპრომისთვის“ შესაძლებელია, თუ კონტრაქტის ღირებულება და პირობები მისაღები იქნება.
“მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ისინი [“გაზპრომი”] საკმაოდ მაღალ ფასს გვთავაზობენ გაზსადენში, ისინი მასზე სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენ და აქვთ სურვილი, რომ მომავალ კონტრაქტში ისეთი პირობები ჩადონ, რომლებიც ჩვენთვის მისაღები იქნება. რატომ უნდა ვუთხრათ “გაზპრომს“ გადაჭრით უარი?“, – განაცხადა გილაურმა “როიტერისთვის“ 9 მარტს მიცემულ ინტერვიუში.