ქართული მედიის ცნობით, პარლამენტის ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მიენიჭებათ.
“თუმცა მკაცრად უნდა განისაზღვროს, რომ მათ [აღმასრულებელ ხელისუფლებას] საარჩევნო კამპანიის დროს საბიუჯეტო თანხები არ დახარჯონ“, – აცხადებს ინიციატორი მიხეილ მაჭავარიანი.
მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა პრეზიდენტს, რომელსაც უფლება აქვს იყოს პარტიის თავმჯდომარე, და მთავრობის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უკრძალავს.