ლავროვმა და ანანმა აფხაზეთის საკითხი განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ნიუ–იორკში 8 მარტს გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ამ კონტექსტში განიხილებოდა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული დსთ–ს სამშვიდობო ძალებისა და საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ურთიერთქმედების საკითხები.


“აღინიშნა ასევე მსფოფლიოს სახვადასხვა კონფლიქტურ რაიონებში დარეგულირების კონსოლიდირებული საერთაშორისო სტრატეგიის შემუშავების საჭიროება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 9 მარტის ინფორმაციაში.

Exit mobile version