სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს აქებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 მარტს შეაქო ვანო მერაბიშვილი, როგორც “განსაკუთრებით კარგი“ შინაგან საქმეთა მინისტრი. სააკაშვილმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციამ 28 თებერვალს მინისტრის საპარლამენტო მოსმენაზე გამოსვლის შემდეგ მისი გადადგომა მოითხოვა. 


“ვანო მერაბიშვილი არის განსაკუთრებით კარგი მინისტრი. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის სამინისტრო და გუნდი, რომელმაც გახსნა ურთულესი ტერორისტული აქტები, რომელმაც განახორციელა ძალიან სერიოზული და რთული ოპერაციები, რომელმაც გახსნა ყველაზე რთული გატაცებები და ყველაზე რთული მკვლელობები და რომელიც, დარწმუნებული ვარ, ყველა მძიმე დანაშაულს გახსნის ბოლომდე და ყველა დამნაშავეს დასჯის. ამისთვის მათ ჰყავთ კადრები, ამისთვის მათ აქვთ მონდომება. მთავარი არის ის, რომ საქართველოში ჩვენ შევქმენით სამართლიანი მთავრობა, სადაც არავინ არ არის ხელშეუხებელი, ვერავინ ვერ გაექცევა მართლსაჯულებას და ყველა ყველაფერზე აგებს პასუხს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


 


 

Exit mobile version